პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ხმის მიცემა დილიდან დაიწყეს. პირველი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, კახა კუჭავამ საკუთარი პოზიცია დილის 8 საათზე უბნების გახსნისთანავე დააფიქსირა.
დღის პირველ ნახევარში მივიდნენ არჩევნებზე ოცნების სხვა ლიდერებიც, მათ შორის პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, მათ შორის "ლელოს", "პარტია საქართველოსთვის" და "გირჩის" ლიდერებმა.
საარჩევნო უბნებთან დღეს ისმოდა მათი მთავარი პოლიტიკური გზავნილებიც.