ფოთში ყველა საარჩევნო უბანი მშვიდ ვითარებაში დაიხურა და საბოლოო შედეგების შესახებ ცნობილი რამდენიმე საათში გახდება. დღის განმავლობაში მხოლოდ 14 საჩივარი დაიწერა, რომლებიც ძირითადად პროცედურული ხასიათის იყო.
"ყველა საარჩევნო უბანი დროულად გაიხსნა, დროულად ჩატარდა წილისყრის პროცედურები, აქტიურად დაიწყო ამომრჩეველმა მოსვლა. რაც შეეხება თავად საარჩევნო უბანზე პროცესები მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. რაც შეეხება გარე პერიმეტრს, იყო გარკვეული შელაპარაკება, თუმცა ამას გავლება არ მოუხდენია საარჩევნო უბანზე და ამ დროისათვის, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი არის წესრიგში და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს ყველა პროცედურა," - ამბობს ფოთის #70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია.