აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ ბათუმში ენმ-ს დესტრუქციის მცდელობა აქვს. ის ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს მოუწოდებს დაემორჩილონ საუბნო საარჩევნო კომისიას და შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერონ.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ბათუმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირწმინდად წააგო.
"მოვუწოდებ საუბნო საარჩევნო კომისიას დაემორჩილონ და შემაჯამებელ ოქმებს მოაწერონ ხელი, შესაბამისად არჩევნები იცნოს ლეგიტიმურად.
იყო პროვოკაციები 20, 37-ე, 41-ე უბანზე, სადაც შეჭრას ცდილობდნენ გარედან. ენმ- ს წევრებს ჰქონდათ მცდელობა გაეტაცებინათ ოქმები. ცდილობენ დესტრუქციას და არ აპირებენ შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერას იმ უბნებზე, სადაც პირწმინდად წააგეს,"- აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.