20 ნოემბერი 2024,   07:39
ვრცლად
ღამით ამ ციფრების ბრახუნი ჩვენი დამკვირვებლებისა და ამომრჩევლის მოტყუებას ემსახურება, არ ვაპირებთ ხმების დათმობას - ელენე ხოშტარია 

პარტია "დროას" დამფუძნებელი და ოპოზიციის ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტის წევრი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ოპოზიცია ხმების დათმობას არ აპირებს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" მონაცემები ტყუილია.

"იმის პარალელურად, რომ ჩვენ ყველა, ვიბრძვით სხვადასხვა უბანზე და გვაქვს უშუალო კონტაქტი ჩვენს დამკვირვებლებთან. ჩვენ მოვისმინეთ აღმაშფოთებელი და ტყუილი ბრიფინგი "ქართული ოცნების" მხრიდან. 

ცესკოს საიტზე ვხედავთ მონაცემებს, რომელშიც მხოლოდ "ქართული ოცნების" უპირატესობა ჩანს. მერე გამოვიდა კობახიძე და თქვა აბსოლუტური ტყუილი, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" მოიგო უმრავლესი ქალაქები. 

თავისივე ტყუილში საუბარია, 1, 2, 3%-იან მოგებაზე. თავისივე ტყუილში ისინი დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვერ საუბრობენ. ღამე ამ ციფრების ბრახუნი ემსახურება ერთ რამეს, რომ მოატყუონ ჩვენი დამკვირვებლები და ამომრჩეველი.

ჩვენ არ ვაპირებთ ხმების დათმობას, ჩვენ არ ვაპირებთ არჩევნების დათმობას. ვიბრძოლებთ ბოლომდე ყველა გზით. გავაგრძელოთ უბნებზე ბრძოლა. გლდანში ცდილობენ სიტუაციის არევას, სადაც ჩვენ ვიგებთ. სასაცილოა იმაზე საუბარი, რომ ზუგდიდი ბათუმი და სხვადასხვა ქალაქები მოიგეს,"- აცხადებს ხოშტარია. 

დღის ამბები