"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარგინალიზაციის გზას დაადგა და თუ არჩევნების შედეგს არ აღიარებენ, ამით თავის თავს გარიყავენ დემოკრატიული პროცესებიდან.
"თუ არ აღიარებენ წაგებას ამით დასრულდება ის პროცესი რაც დაიწყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ამით დასრულდება ენმ-ს მარგინალიზაცია. ის იქნება საბოლოო ჯამში მარგინალური პარტია. ეს იქნება ანტიდემოკრატიული პარტია, რომელიც ცდილობს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ანტიდემოკრატიული გზით. აქედან გამომდინარე ისინი დემოკრატიული პროცესებიდან თავის თავს გარიყავენ.
მესამედ უკვე საზოგადოებამ "ნაციონალურ მოძრაობას" უარი უთხრა, ასე რომ არჩევანი არის ცხადი. მანდატი აქვს "ქართულ ოცნებას". საზოგადოებას უნდა მშვიდად პოლიტიკური სპეკულაციების გარეშე ხელისუფლებას მიეცეს შესაძლებლობა მანდატი განახორციელოს და ასევე მიეცეს ოპოზიციას შესაძლებლობა სახელმწიფოს წინსვლაში მონაწილეობა მიიღოს,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.