20 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
ვერ დავთმობთ მოგებულ არჩევნებს, ფიზიკურად დავიცავთ - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში მიღებული ხმების დაცვას სამართლებლივი და ფიზიკური გზებით აპირებს.

"პირველი ხმის დაცვის შესაძლებლობა რაც გვაქვს სამართლიანად ყველაფერს გამოვიყენებთ. "ქართულმა ოცნებამ" უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაპირებთ არჩევნების დაცვას. 

ვაპირებთ ფიზიკურად დაცვას, რაც კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებას ნიშნავს, მათ შორის აქციებს და ხელისუფლების დიდი წნეხის ქვეშ ყოფნა.

გამორიცხულია ასე ყოფნა არ შეიძლება, ვიღაცას ხელი გადაუგრიხეს, ვიღაცას პირადობა წაართვეს. ქართველი ხალხი ამას ნამდვილად არ შეეგუება. 

ოპოზიციამ ყველამ ერთად უნდა დაილაპარაკოს, ეს გაფრთხილებთ ჩვენი მოთმენის უკანასკნელი წვეთია, კონსულტაციებს ვაპირებთ მიხეილ სააკაშვილთან.

პატიმარმა სააკაშვილმა მოახერხა ის რაც ძალიან ბევრს ვერ მოუხერხებია და უდიდესი როლი შეიტანა იმაში, რომ ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

დღის ამბები