ზუგდიდში ხმების 98.165% დათვლილია - წინასწარი მონაცემებით თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურში ამ დროის მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობა" ანზორ მელიას - 48.33%, ხოლო
"ქართული ოცნება" მამუკა წოწერიას - 51.67% აქვს მიღებული.
როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, სულ 15 საჩივარია რეგისტრირებული, რაც ეხება პროცედურულ საკითხებს. მირანდა მესხის შეფასებით, გამოვლენილ დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.
"15 საჩივარია ამ ეტაპზე სულ შემოსული, ყველა ეხება პროცედურულ საკითხებს რაც საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. ორი სამი საჩივარია იმ ფაქტთან, რომ კომისიის წევრი აცხადებს უარს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე და ამაზე ითხოვენ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას,"- აცხადებს მესხი.
30 ოქტომბერს საქართველოს 5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში გაიმართა თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტური. ამჟამად ხმების დათვლა რამდენიმე ოლქში კვლავ გრძელდება.