02 სექტემბერი 2026,   09:31
ვრცლად
ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდში ხმების 100%-ის დათვლის შედეგად მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, ზუგდიდში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა - მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქალაქში დათვლილია 109-ვე უბანი და შედეგების მიხედვით, მამუკა წოწერია იმარჯვებს. მისი კონკურენტი "ნაციონალური მოძრაობიდან" ანზორ მელია იყო. 

მერობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება"  მამუკა წოწერია  - 51,631% 

"ნაციონალური მოძრაობა" ანზორ მელია  - 48,369%

დღის ამბები