ბათუმში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვება მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მოიპოვა. შედეგები ასე გადანაწილდა - "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი - 51.01%
"ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, გიორგი კირთაძე - 48.98%
რაც შეეხება დარღვევებს, ბათუმის ოლქში ამ დროისთვის სულ 20 საჩივარია შესული და ძირითადად ისინი პროცედურულ დარღვევებს ეხება.