17 მაისი 2024,   11:50
ვრცლად
ვერაზე მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქე იყო, რომელიც საქართველოში 2 კვირით იყო ჩამოსული

ვერაზე მოკლული ქალი ტაილანდის მოქალაქეა, რომელიც საქართველოში 2 კვირით ჩამოვიდა. ის საქართველოში ვერაზე მდებარე მასაჟის ერთ-ერთ ცენტრში დროებით მუშაობდა.

სავარაუდოდ, დამნაშავე ქართველი მამაკაცია, რომელმაც გარდაცვლილს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა.

შეგახსენებთ, მკვლელობა ვერაზე გვიან ღამით მოხდა. ახვლედიანის ქუჩაზე მასაჟის ცენტრში ახალგაზრდა ქალი მოკლეს, ერთი ქალი კი დაჭრილია. 

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებული ამ დროისთვის არავინ არის.

დღის ამბები