23 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
1 დღეში 40 ათასზე მეტი ინფიცირებული - რუსეთსა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სულ უფრო მძიმდება

247 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 5 მილიონი გარდაცვლილი - ასეთია მსოფლიოში ინფექციის გავრცელების ბოლო მონაცემები.

კვლავ მძიმე ეპიდვითარებაა რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში . მხოლოდ გასულ 24 საათში რუსეთში ინფექცია 40 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

საფრანგეთში ბოლო 6 კვირაში ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გაზრდილია ინფექციის მაჩვენებელი იტალიაში, სადაც ერთ დღეში, თითქმის 5 ათასი ადამიანი დაავადდა.

ბოლო 24 საათში, თითქმის 20 ათასი ინფიცირებული დაფიქსირდა შტატებში, მათ შორისაა თეთრის სახლის პრესმდივანიც.

საჯარო მოხელეებს 22 ნოემბრამდე აქვთ აცრის ვადა მიცემული. ჯანდაცვის ექსპერტები შიშობენ, რომ არდადეგების დასრულებისთანავე ვირუსის გავრცელება კვლავ აქტიურ ფაზაში შევა.

"ბიოტექის" თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ პანდემია დასრულებისგან შორსაა, თუმცა ფიქრობს, რომ ის მართვადი გახდება.

დღის ამბები