20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ადამიანებს უკეთ ავუხსნათ, საერთოდ დავიღუპებით და დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ - დავით გადელია კოვიდპადემიაზე

5 553 ახალი შემთხვევა და 47 გარდაცვლილი - 2 ნოემბრის სტატისტიკა ასეთია. ეს 23 სექტემბრის შემდეგ, ლეტალობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

მდგომაროება რთულდება, სპეციალისტები კორონავირუსის მეხუთე ტალღის პიკს ელოდებიან.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დამამშვიდებელი პროგნოზის გაკეთება ჯერ ადრეა.

"სიკვდილიანობა 40-ს გადასცილდა, პანდემიას მხოლოდ ინტენსიური აცრები შეაკავებს. საჭიროა უფრო ქმედითი ღონისძიებები, რომ აცრების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა მოიმატოს,"- აცხადებს გამყრელიძე.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია აცხადებს, რომ თუ ვაქცინაციის ტემპმა არ მოიმატა მეტი ადამიანის სიცოცხლეს დაკარგავს საქართველო.

"ჩვენი ექიმების და სახელმწიფოს ვალია, ადამიანებს უკეთ ავუხსნათ, საერთოდ დავიღუპებით და დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლეს დავკარგავთ,"- აცხადებს გადელია. 

დღის ამბები