16 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
თუ დამაკავებენ, მზად ვარ... ყველაფერს მივხედავ, თქვენ მიხედეთ ამ ქვეყანას - სახელმწიფო შეთქმულების საქმის ფიგურანტი

სახელმწიფო შეთქმულების საქმის ფიგურანტების ჩხრეკა ერთდროულად სამ ლოკაციაზე - "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო საგამოძიებო პროცესი აღმაშენებლის ხეივანზე, რა დროსაც, გამომძიებლებმა სასამართლოდან გამოსული გიორგი შერვაშიძე გაჩხრიკეს.

მსგავსი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დავით მახარაძის და ბესო წერედიანის შემთხვევაშიც, რომელმაც ჩხრეკის შემდეგ ვიდეო მიმართვაც გაავრცელა.

ბესიკ წერედიანი საკუთარ მიმართვაში საუბრობს იმ სამომავლო პერსპექტივებზე, რომელიც შესაძლებელია მის მიმართ განხორციელდეს. ის არ გამორიცხავს, რომ დააკაონ, თუმცა აღნიშნავს, რომ სუს-ის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"თუ დამაკავებენ და ამას გადაწყვეტენ, მე მზად ვარ. მე არ ვიცი რა იქნება აწი, არ ვიცი რას წამომიყენებენ და რას იზამენ, ან ვინ დაზარალდება იმ ყველაფრით, რაც ახლა ხდება, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ ყველაფერს მივხედავ, თქვენ მიხედეთ ამ ქვეყანას," - განაცხადა ბესიკ წერედიანმა ვიდეო-მიმართვაში.

მანამდე კი, სანამ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა პროცესი, სადაც სამივე მოწმე გამოიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე. 

"არავინ არ აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას, ამბოხს. საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული ციხიდან. შეკერეს საქმე, რომელიც წინასაარჩევნო ფანდი იყო," - აღნიშნა დავით მახარაძემ.

გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.

დღის ამბები