სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს ერთი წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სუს-ის უფროსი, მოადგილეებთან ერთად სასწავლო ცენტრს ეწვია და თანამშრომლებს შეხვდა. სასწავლო ცენტრმა ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო.
აღნიშნულ პერიოდში უცხოელ პარტნიორებთან ერთად არაერთი სპეც.მომზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამა განხორციელდა.