02 სექტემბერი 2026,   00:21
ვრცლად
ყველაზე რეიტინგული მეგაპროექტი "ნიჭიერი" - რა იხილა "რუსთავის 2-ის" მაყურებელმა მესამე შესარჩევ ეპიზოდში

"რუსთავი 2-ის" ეთერში მეგა შოუს მესამე ეპიზოდში მაყურებელმა კვლავ არაერთი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინა.

"ნიჭიერის" მესამე შესარჩევ ტურში ერთმანეთს სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული მონაწილეები ენაცვლებოდნენ. მათ შორის იყო 5 წლის ბიჭი, რომელიც საქართველოში ყველაზე პატარა ლიცენზირებული მრბოლელია.

მესამე ეპიზოდს არ ჩაუვლია ემოციების გარეშე, სალომე გოგეშვილის ცეკვამ ჟიურისა და დარბაზში მყოფი მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა.

თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება, სტამბოლში შენარჩუნებული ქართული ტრადიციებით - ანსამბლმა "კავკასიის არწივებმა" ჟიურის ოქროს ღილაკი მოიპოვა და ფილარმონიის დიდ სცენაზე ნამდვილი დღესასწაული მოაწყო.

ქართველი მაყურებლისთვის აღმოჩენა იყო ფრანგი მეგობრების შესრულებული აკრობატული ნომერიც.

ნიჭიერის ეპიზოდს არ ჩაუვლია წითელი ღილაკების გარეშეც.

ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ "ნიჭიერი" მეოთხე ეპიზოდისთვის ემზადება. ტრადიციულად "რუსთავი2"-ზე, სამშაბათს, ზუსტად 10 საათზე მაყურებელს კვლავ დაუვიწყარი შოუ ელოდება.

დღის ამბები