27 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
ბათუმის მერიის მუნიციპალურმა წერეთლის ქუჩაზე თევზით მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც გარემოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წერეთლის ქუჩაზე თევზით მოვაჭრეებს ტერიტორია დაატოვებინა. გარემოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც მუნიციპალიტეტი გადასვლას სთავაზობს, მაღალი გადასახადია და ვერ შეძლებენ იჯარის გადახდას.

მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობიდან მიიღეს შეტყობინება ანტისანიტარიის შესახებ, ტერიტორიაზე დგას უსიამოვნო სუნი და ჩახერგილია საავტომობილო მოძრაობა.

ამ დროისთვის, წერეთლის ქუჩა სრულად გათავისუფლებულია.

დღის ამბები