02 სექტემბერი 2026,   08:31
ვრცლად
გაიხსნება თუ არა საველე ჰოსპიტლები - თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით, კოვიდინფიცირებულების ნაკადების მართვა ხერხდება, თუმცა რეანიმაციაში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა იმატებს. გაბუნიას ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით, რეანიმაციაში 330-ზე მეტი ინფიცირებულია.

" შესაძლებელია საველე რესურსის მობილიზების გარეშე მართვა, ბინაზე ბევრი მკურნალობს, არის კოვიდსასტუმროების რესურსიც, ასე რომ, ვფიქრობთ, რამდენიმე დღე ჯერ კიდევ გვექნება მართვის საშუალება. ეს ვერ იქნება უსასრულო, ამის პარალელურად მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურება," - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები