ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში შემოვიდა ორი ახალი მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი, კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომლებსაც , როგორც მძიმე პაციენტებისთვის, ასევე თანმხლები დავადების მქონე პაციენტებში გამოიყენებენ.
"ორი განსხვავებული მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი არის დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომი. ერთი ეს გახლავთ "როშეს" წარმოების კასირივიმაბი და ინდევიმაბი, რომელიც არის, ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. კლინიკები ვინც ჩართულია კოვიდის მართვაში, მიიღებენ პრეპარატს, გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია, ძირითადად ეს არის ის პაციენტები, რომლებსაც პროგნოზულად აქვს დამძიმების უფრო მარალი რისკი, სხვა პაციენტებთან შედარებით. მაგალითად, 65 წელს ზემოთ პირები, ასევე, ის პირები, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია და სხვა. ასევე, საყურადღებოა მათი კლინიკური მდგომარეობა ჰოსპიტალიზაცის მომენტში,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.