02 სექტემბერი 2026,   09:55
ვრცლად
არსებობს ახალი შტამის გავრცელების რისკი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი და ეფექტური საშუალება, რომელიც გვიცავს კოვიდის დღემდე აღმოჩენილი შტამებისგან.

"ახალი შტამი ცირკულირებს, ვიცით ეს ამბავი და იმასაც საუბრობენ მეცნიერები, რომ ახალ ვარიაციას,  შესაძლოა, უფრო მეტი დამაზარალებელი ზემოქმედება ჰქონდეს. საბედნიეროდ, საქართველოში, ჯერჯერობით, ეს შტამი დადგენილი და აღმოჩენილი არ არის. რა თქმა უნდა, რისკები არსებობს, როგორც ეს დელტა შტამის შემთხვევაში მოხდა, ასევე, შესაძლებელია, ნებისმიერი სხვა შტამი გავრცელდეს და აქაც ისევ და ისევ გადაზღვევის გზა არის ვაქცინაცია. მეცნიერები საუბრობენ, რომ ვაქცინაცია იცავს ყველა დღემდე ცნობილი შტამებისგან, რაც აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში და ცირკულირებს, ამდენად, აქაც გამოსავალი არის ვაქცინაცია,"- აცხადებს თამარ გაბუნია 

დღის ამბები