20 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
წამების დაუჯერებელი ისტორია - რა მეთოდებით სჯიდა მოძალადე მამაკაცი მეუღლეს, რომელიც ფიზიკურად სიდედრს, სიმამრს და ცოლის ძმასაც გაუსწორდა

29 წლის ქალს ფულის კუპიურის ჭამას საკუთარი ქმარი აიძულებდა. ამის პარალელურად მამაკაცი მეუღლისგან ღალატის ფაქტის აღიარებას მოითხოვდა. წამება ამით არ დასრულებულა, ქალს ცივი შხაპის ქვეშ დგომაც აიძულეს და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წამების დაუჯერებელ ისტორიას "კურიერს" დაზარალებულის ინტერესების დამცველი უყვება.

ოჯახური ძალადობის ისტორიას მხოლოდ ერთი მსხვერპლი არ ჰყავს. საკუთარ მეუღლეზე ფიზიკურ თითქმის ხუთსაათიანი წამებისა და ცემის შემდეგ, მან ქალის ძმასა და მამაზეც იძალადა. "კურიერმა" დღეს საქმის მასალები, მათ შორის დაზარალებულების ჩვენებები მოიპოვა

. წამების საქმეში დევს იარაღიც. რომლის დემონსტრირებითა და გასროლით, გიორგი ხუციშვილი დაზარალებულის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

წამების საქმის წარმოება საქალაქო სასამართლოს დაევალა. მოსამართლემ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და 27 წლის ბრალდებული დამნაშავედ სცნო. გიორგი ხუციშვილს 9 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ გაასაჩივრებს. უკვე მსჯავრდებული დანაშაულის არცერთ ეპიზოდს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.

შეიცვლება, თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც წამების საქმეს სააპელაციო სასამართლოს სამ კაციანი კოლეგია განიხილავს.

დღის ამბები