თენგიზ ცერცვაძემ "დღის კურიერში" ვაქცინაციასთან დკავშირებით პრზიდენტის ინიციატივა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ საპატრიარქო დათანხმდებოდა და მრევლს ვაქციაცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდებდა, ქვეყანა სერიოზულ შედეგს მიიღებდა და ვაქცინაცინირებულთა რიცხვს გაზრდიდა.
"მიმაჩნია, რომ სერიოზულ შედეგს მივიღებდით, იმდენად ფეხგადგმულია ჩვენთან სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ ორი მექანიზმით: ანტივაქსერული განწყობილება, რომელსაც სამწუხაროდ ხელი შეუწყო რიგი ექიმების არაკომპეტენტურმა, დაუფიქრებელმა და უპასუხისმგებლო განცხადებებმა, ასევე საზოგადოების ზოგიერთი ნაწილის ნეგატიურმა ანტივაქსერულმა გამოსვლებმა, მეორე არის ინერტულობა.
მე არ მგონია, რომ მხოლოდ ანტივაქსერული მიდგომის გამო ამბობს მოსახლეობა აცრაზე უარს. მეორე მომენტია ინერტულობა, ინდიფერენტულობა, იცით, დავდივარ და ვხვდები ხალხს, აშკარად არ აქვთ გაცნობიერებული კოვიდის საფრთხე, თუნდაც იმ 50 გარდაცვლილის. კი ამ ამბობენ, რომ ეს ცუდია, ძალიან დიდი ტკივილია, მაგრამ არ იგრძნობა, რომ ამაზე წუხან და მზად არიან ამისათვის რაღაც გააკეთონ.
საპატრიარქოს პრეროგატივაა, მან უკეთ იცის თუ რა შემთხვევაში უნდა ჩაერიოს და რა შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ თუ თქვენ მეკითხებით, რომ მათ დადებითი პასუხი ჰქონოდათ პრეზიდენტის თხოვნაზე, ეს სერიოზულად გაზრდიდა ვაქცინირებულთა რიცხვს"-განაცხადა თენგიზ ცერცვაძე.