"ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ალიანსში მყოფი ოპოზიცია რეგიონებში ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.
ამჯერად სააკაშვილის სახელის სკანდირება ქუთაისში ისმოდა. მონაწილეებს სიტყვით ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა დასავლეთ საქართველოში მოძრაობენ.
აქციის მონაწილეები თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. აქციაზე, ტრადიციულად, ისმოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებები.