17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა სადაც COVID-ის სამკურნალოდ ანტივირუსული მედიკამენტის გამოყენება დაიწყება

დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც COVID-ის სამკურნალოდ, ერთ-ერთი ანტივირუსული მედიკამენტის გამოყენება დაიწყება.

აბებს ხანშიშესული და რისკჯგუფის COVID პაციენტები მიიღებენ.

"დღეს ევროპისა და ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა COVID-19-ის შემთხვევების ზრდის საფრთხის წინაშეა, ან უკვე ებრძვის მას. ვირუსის გადაცემის ამჟამინდელი ტემპი რეგიონის 53 ქვეყანაში სერიოზულად შემაშფოთებელია. COVID-19-ის შემთხვევები რეკორდულ ნიშნულს აღწევს. პანდემიის კრიტიკულ მომენტში ვართ. ევროპა პანდემიის ეპიცენტრს დაუბრუნდა იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლებია. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც COVID-19-ით იღუპება, სრულად აცრილი არ არის,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე.

დღის ამბები