20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
molnupiravir - როგორი გამოიყენება COVID-ის სამკურნალო პირველი მედიკამენტი და ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი 

"მოლნუპრავირი" - ეს ის პირველი მედიკამენტია, რომელიც ბრიტანეთის წამლის სააგენტომ კორონავრუსის სამკურნალოდ დაამტკიცა.

რამდენად იმედის მომცემია ეს პრეპარატი - ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარმა ტატა ქებაძემ, "დღის კურიერში" საუბრისას აღნიშნა, რომ პანდემიის ისტორიაში ვაქცინაციის შემდეგ, ეს მედიკამენტი მეორე კარგი სიახლეა. 

თუმცა, როგორც ირკვევა მედიკამენტი ყველასთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს - პირველი ის, რომ ჯერჯერობით წამლის მცირე რაოდენობა არსებობს და ასევე ის, რომ ის საკმაოდ ძვირი ეღირება. 

როგორი ტიპის პაციენტებში გამოიყენებენ "მოლნუპრავირს"?:

"ეს ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც ხელს უშლის ვირუსის ვეღარ მრავლდება და სისხლში მისი დონზე ძალიან დაბალი რჩება, რაც ძალიან ძლიერ სიმპტომებს არ იწვევს. კვლევამ აჩვენა 50%-ით ნაკლები ჰოსპიტალიზაცია და 50%-ით ნაკლები სიკვდილიანობა. ეს პანდემიის ისტორიაში მეორე კარგი სიახლეა, პირველი კი ვაქცინა იყო. 

ეს პრეპარატი დასაწყისში გამოყენებული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან იმუნოსუპრესანტებზე, რისკის ჯგუფის ადამიანებზე - 60 წლის ზევით, ჭარბწონიანებიდიაბეტიანები, აქვთ გულის დაავადებები. 

მედიკამენტის 480 000 დოზა დაარეზერვა ბრიტანეთამა, ადამიანებმა ეს აბი დღეში ორჯერ უნდა მიიღოს, ამიტომ, არის ჯერჯერობით განსაკუთრებული პაციენტებისთვის გათვლილი და არა ყველასთვის. წამლის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება, ამიტომ პრიორიტეტი რისკის ჯგუფის ადამიანებს და მათ მიეცემათ, ვინ ვაქცინას ვერ იკეთებს," - აცხადებს ბრიტანეთის სამეფო ლაბორატორიის მკვლევარი ტატა ქებაძე.

მსოფლიო დიდი ხანია ელოდებოდა ამ დღეს, ფაქტობრივად უკვე მესამე წელია, მას შემდეგ რაც კორონავირუსი გამოჩნდა, მუდმივად არის საუბარი წამალზე. პირველი მედიკამენტი ავტორიზებულია.

დღის ამბები