08 მაისი 2024,   21:37
ვრცლად
შტატების პირველი აფროამერიკელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დაკრძალეს

შტატების პირველი აფროამერიკელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდს ჯო ბაიდენი, ამერიკის 41-ე და 44-ე პრეზიდენტები, ჯორჯ ბუში და ბარაკ ობამა დაესწრნენ.

შეკრებილების წინაშე სიტყვით კოლინ პაუელის შვილი გამოვიდა, რომელმაც მამას სამაგალითო ადამიანი უწოდა. ცერემონიალი ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში გაიმართა.

კოლინ პაუელი პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის თანამდებობასაც იკავებდა.

დღის ამბები