სააგენტო For.ge, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგ ფარულ აუდიო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ჯაფარიძე, აქციებთან დაკავშირებით, ორ უცნობ პირს ესაუბრება.
"3-4 ლოკაციაზე 10-15 ათასი კაცი მოახდენთ პარალიზებას, მოითხოვთ რიგგარეში არჩევნებს... კიდევ ველოდები ინფორმაციებს, იმათ რა რესურსი აქვთ..."- ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, ასევე სააგენტო for.ge-მ ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჩანაწერებში ისმის ორი უცნობი მოსაუბრის ხმა, ასევე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საუბარი. ისინი მიმდინარე და დაგეგმილ აქციებს განიხილავენ.