16 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
"ყველაზე მაგარი გოგოები" - კერილ ჩერჩილის პიესის გმირები რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა ერთმანეთს დინამოს სტადიონზე "შეახვედრა" 

"ყველაზე მაგარი გოგოები" - ეს არის მე-XX საუკუნის 80-იან წლების ლონდონში დასაქმების სააგენტოს სახელწოდება და ეს არის სათაური, ინგლისელი დრამატურგის კერილ ჩერჩილის პიესის, რომელიც ქართველმა რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა დინამოს საფეხბურთო მოედანზე დადგა.

სპექტაკლი სხვადასხვა ეპოქის ქალთა შესახებ მოგვითხრობს, ისინი ერთი მაგიდის გარშემო იკრიბებიან და თავიანთი ცხოვრების შესახებ გვიყვებიან, რომის პაპი იოანა, ბრეიგელის ნახატის პერსონაჟი გრეტა, თუ იაპონიის იმპერატორის ხარჭა, ერთ დროში ერთმანეთს ხვდებიან.

დღეს სპექტაკლის პირველი ჩვენება და პრემიერაა.

დღის ამბები