რამდენიმე წუთის წინ, სალხინოს მამათა მონასტრიდან ათამდე ადამიანი სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მთ შორის ერთი განკვეთილი სასულიერო პირი მარკოზია. დაკავებულები სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
დაკავებულები ახლა მარტვილის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.
"ამ სოფლიდან ვარ და აქ მინდა შესვლა ეკლესიაში, სანთელი რომ ავანთო და პირჯვარი გადავიწერო, არ გვიშვებენ შიგნით, პოლიცია არ მაინტერესებს, მე მინდა შიგნით შესვლა, ეკლესიაში,"-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
ადგილზე იმყოფება კიდევ ერთი განკვეთილი, ბერ-მონაზონი ათინოგენი, რომელიც ამბობს, რომ ისინი ჭყონდიდის ეპარქიის დატოვებას არ აპირებენ.
"გაენათელი რომ ჰყავდათ შემოყვანილი აქ, კაცი ამბობს, რომ ტაძარი იყოს სავსე ადგილობრივი ადამიანებით და როდესაც ადგილობრივები მისულან აქ დღეს, ისინი დააპატიმრეს. ყველა ქართველი, მართლმადიდებელი, ყველას, ვისაც თავისუფლება და ქრისტიანობა უნდა დაიბრუნოს, აქ უნდა იდგეს,"-აცხადებს ის.