16 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
სახელმწიფო გადატრიალების მოწინააღმდეგეების აქციაზე სუდანში ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საპროტესტო გამოსვლები სუდანში - სახელმწიფო გადატრიალების მოწინააღმდეგეების აქციაზე ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის მასწავლებლები, რომლებიც საპროტესტო გამოსვლაში მონაწილეობდნენ.

სუდანელები სამხედრო ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება ოქტომბერში მოხდა. შეიარაღებულმა ძალებმა სუდანის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები დააკავეს.



დღის ამბები