30 აგვისტო 2026,   17:14
ვრცლად
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისის სატუმბ სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

რეაბილიტირებული სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა.

ლევან დავითაშვილი, ადგილობრივ ფერმერებსაც შეხვდა, რომელბმაც აღნიშნეს რომ, სატუმბი სადგურის რეაბილიტაციით 30 წლიანი პრობლემა აღმოიფხვრა.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ეს არის ისტორიული პროექტი, რომელმაც სარწყავი წყლის პრობლემებს მოაგვარებს ამ სოფელში. 

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია, იმიტომ რომ ამ სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, სარწყავი წყლის საკითხების მოგვარება.  სადგურის ფაქტიურად ნულიდან აშენება მოხდა. 2 მილიონამდე დაჯდა მთლიანი პროექტის ღირებულება და 1000 ჰექტარზე მეტის მორწყვის საშუალება მოგვეცემა. აქ საუბარია მაღალი ღირებულების ბოსტნეულ კულტურების წარმოებაზე, მეხილეობაზე,"- ამბობს ლევან დავითაშვილი. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "საქართველოს მელიორაციამ" გასული წლის ზაფხულში დაიწყო.

დღის ამბები