დღის ბოლოდ სენაკის რაიონული სასამართლოს დარბაზიდან შალვა ჩხიკვაძე გაათავისუფლეს. ის გუშინ სალხინოს მამათა მონასტრის შესასვლელთან მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილებდა. ჩხიკვაძე, პოლიციელის მითითებას არ დაემორჩილა და სალხინოს, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში შესვლა სცადა რასაც დაპირება მოყვა. ის პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა.
შალვა ჩხიკვაძის მსგავსად, დღეს სასამართლომ მოუსმინა მის სამ თანასოფლელს, ისინიც სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავების მიზეზი წვრილმანი ხულიგნობდა და პოლიციის დაუმორჩილებლობა აღმოჩნდა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქმეში არამყარი მტკიცებულებებია.
დაკავებულები სალხინოს მამათა მონასტრის ახლა უკვე ყოფილი საძმოს მრევლია, ე.წ. ამბოხებულები, რომლებიც საპატრიარქოს გადაწყვეტილებით სალხინოდან გამოაძევეს სახალხო დამცველს მიმართავენ და დახმარებას თხოვენ.
დასჯილი სასულიერო პირები, რომელთა ნაწილი უკვე კელიებიდან გამოაძევეს უკან დახევას არ აპირებენ. ისინი არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.
დაკავებები და ხმაური სალხინოში 5 ნოემბერს დაიწყო, მას შედეგ რაც მიტროპოლიტი სტეფანე ჩოხოსანთა საზოგადოებასთან ერთად მონასტერში წირვის ჩასატარებლად ჩავიდა, მაგრამ საძმოს წევრებმა სტუმრები არ მიიღეს. დაპირების შედეგ პროცესში ჩაერთო პოლიცია, ტერიტორია კი ამბოხებულებს იძულებით დაატოვებინეს. პატრიარქის მარტვილის რეზიდენცია მიტროპოლიტმა სტეფანემ და ჩოხოსნებმა დაიკავეს, დასჯილებს ტერიტორია პირადი ნივთებისგან გუშინ გაათავისუფლებს, მათ მიახლოება ჭიშკართან კატეგორიულად ეკრძალებათ, პროცესს პოლიცია აკონტროლებს.