მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, ლიზა იასკოს ინფორმაციით, საქართველოს უკრაინის ომბუდსმენი ეწვევა, რომლის მიზანი ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის და უფლებების მდგომარეობის დადგენაა.
ლიზა იასკოს თქმით, უკრაინული მხარე სააკაშვილის მდგომარეობაზე ძალიან ღელავს.
"არ ვიცოდით გუშინ სად წაიყვანეს, ან საერთოდ იყო თუ არა ეს საერთოდ სიმართლე. მიშას უთხრეს, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, თუმცა ის მოატყუეს, მის წინააღმდეგ ძალა გამოიყენეს. ახლა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არასახარბიელოა. ის ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, რადგან მასზე ამ დრომდე სრულფასოვანი ინფორმაცია არ გვაქვს. ახლა მნიშვნელოვანი უკრაინის ომბუდსმენის ვიზიტია, რადგან საქმე ეხება ადამიანის უფლებებს. უკრაინელი დეპუტატებიც უნდა ჩამოვიდნენ. რამდენად სწრაფად მოხდება ეს, ვნახავთ. პრეზიდენტ ზელენსკის ოფისთან მუდმივი კომუნიკაცია მაქვს. ისინი ღელავენ და ცდილობენ ყველა დიპლომატიური ბერკეტით დახმარებას," - განაცხადა ლიზა იასკომ.