80 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი, ანსამბლის შოუ პროგრამებზე მორგებული განათება-გახმოვანება - კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ანსამბლ "ერისიონს" თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება.
პრეზენტაციას საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელნძღვანელი ესწრებოდნენ.
"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2 წლის თავზე ჩვენ უკვე შევძლებთ დედაქალაქში, ისტორიულ უბანში - ვარანცოვზე "ერისიონის" დიდი შენობის გახსნას და ამით ჩვენ ვიქნებით უკვე მშვიდად, რომ ქართული კულტურის საუკეთესო ნიმუში გააგრძელებს თანამედროვე პირობებში საქმიანობას," - განაცხადა თეა წულუკიანმა.