სახელმწიფომ ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფის კოვიდვაქცინაციის წახალისება დაიწო. 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი დანამატის გაცემის პროგრამა უკვე ძალაშია.
თანხის მიღების მექანიზმი ასეთია – საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო სოციალური მომსახურების სააგენტოს აცრილების ბაზას თვეში ორჯერ მიაწვდის, ამ თარიღებიდან 5 დღეში ვაქცინირებულებს 200 ლარი დაერიცხებათ.
60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 200 ლარის მისაღებად ვადა 1 იანვრამდე აქვთ. თუ ამ ხნის განმავლობაში ისინი პირველი დოზით აცრას მაინც შეძლებენ, მათ დანამატი საპენსიო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. ხოლო მამაკაცები, რომლებიც პენსიას 65 წლის ასაკიდან იღებენ და ამავდროულად, არც საბანკო ანგარიში აქვთ, სოციალური სააგენტო "ლიბერთი ბანკში" ანგარიშს თავად გაუხსნის და თანხის მიღებას ნებისმიერ ფილიალში ვიზიტით შეძლებენ.
ოფიციალური მონაცემებით საქართველოში 60 წელს ზემოთ 796 ათასი მოქალაქეა, მათგან 2 დოზით აცრილი 276 ათასია.