ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საგანგაშო ნიშნულს მიაღწია ლეტალობის მაჩვენებელმა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვის ზღვარზეა და მათი რესურსები, შესაძლოა, ახლო მომავალშიც კი ამოიწუროს.
ექიმების პროგნოზით, სიტუაცია მეტად დამძიმდება იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა იმუნიზაციის პროცესში არ ჩაერთვება და არ დაიცავს მოქმედ რეგულაციებს.