უწყებათშორისი სწავლება "დიდგორი 2021" გრძელდება, სწავლების პროცესში პირველად ჩაერთო საველე კომპონენტი, რომელშიც თავდაცვის და შსს-ს ძალების გარდა რეზერვისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
სწავლება იმიტირებული სცენარის მიხედვით ალგეთსა და კოპიტნარში პარალელურად გაიმართა, რომლის მიმდინარეობასაც იმიტირებული გენერალური შტაბი პირდაპირი ტრანსლირებით აკვირდებოდა და რეზერვისტებს შესაბამის მითითებებს აძლევდა.