20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
გელათის ტაძარი კვლავ დაკეტილია

გელათის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი კვლავ დაკეტილია. რამდენიმე დღეა ტაძარში არც წირვა-ლოცვა ტარდება და ვერც მნახველები შედიან.

ადგილზე მყოფი დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ტაძრის დაკეტვის მიზეზი რეაბილიტაცია გახდა, თუმცა ამ დროისთვის, ტაძარში სამუშაოები არ მიმდინარეობს.

ტაძრის დაკეტვას არსებულ მძიმე სიტუაციას უკავშირებენ აქტივისტები. მათი ინფორმაციით, ფრესკების ფრაგმენტები ისევ ცვივა და პრობლემა შეუქცევადი გახდა.

დღის ამბები