17 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
ბელარუსმა სამხედროებმა პოლონეთთან სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს

ბელარუსმა სამხედროებმა პოლონეთთან სასაზღვრო ბარიერების განადგურება სცადეს - ამის შესახებ პოლონეთის სასაზღვრო სამსახური აცხადებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პოლონეთის სოფელ ჩერემხასთან მოხდა. ბელარუსმა მესაზღვრეებმა საზღვარზე მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ახლადაშენებული კედლის მანქანებით დანგრევა სცადეს. მათ პოლონელი ჯარისკაცებისთვის მხედველობის შეზღუდვის მიზნით ლაზერის სხივები და სტრობული განათებაც გამოიყენეს. პოლონეთისა და ბელარუსის სასაზღვრო ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ევროკავშირი ბელარუსს პოლონეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში არალეგალური მიგრაციის შეგნებულად წახალისებაში ადანაშაულებს.


დღის ამბები