28 აგვისტო 2026,   20:51
ვრცლად
ხმაური ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალთან - 37 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი ამბობს, რომ პაციენტს არასწორად უმკურნალეს

ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაცვლილი 37 წლის მამაკაცის ოჯახი კლინიკას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ოჯახის წევრები ღამით კლინიკასთან შეიკრიბნენ და ცხედრის ექსპერტიზაზე გადაყვანა ითხოვდნენ.

მათი თქმით, შერვაშიძეს ცოფი არ ქონდა, რაც ლუგარის ლაბორატორიის ანალიზის შედეგად დადასტურდა.

ოჯახის ინფორმაციით, მიუხედავად ლუგარის უარყოფითი პასუხისა, პაციენტს კლინიკაში ცოფის დიაგნოზით მიმართულებით უმკურნალეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. ოჯახი გარდაცვალების მიზეზის დაზუსტებას ითხოვს და არ ეთანხმება ოფიციალურ მიზეზს.

კლინიკაში სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში მედიასთან ამ დროისთვის კომენტარი არ კეთდება, მათი თქმით, ექსპერტიზის დასრულებას ელოდებიან.

დღის ამბები