თბილისის რამდენიმე რაიონის აბონენტებს, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება 16 ნოემბერს დროებით შეეზღუდებათ.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, სადგურის, კრწანისის და გულიას ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების, ქიზიყის და სანაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების და ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას, ჩაჩავას და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, სოფელი დიღმის, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, მეფე მირიანის, დავარის, ასმათის, ავთანდილის და ფარნავაზის ქუჩების მოსახლეობას.