02 სექტემბერი 2026,   09:31
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა

ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით, ამოქმედებული ინიციატივის შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა. ბოლო დღეებში რეგიონში 750-ზე მეტი პენსიონერი აიცრა.

60 წელს გადაცილებული აცრილი მოქალაქეები მთავრობის გადაწყვეტილებით ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ. მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფელში მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ცრის. ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პირადად გაეცნო.

დღის ამბები