16 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
რატომ არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში - იუსტიციის მინისტრის განმარტება   

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მე-18 პენიტენციური განყოფილება სამკურნალო დაწესებულებაა და იმ პირებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არა აქვთ უფლება, შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში იქ ვერ შეუშვებენ. 

იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილს სააკაშვილთან შეცლის საშუალება 200-ზე მეტი ვიზიტორს ჰქონდა. რატი ბრეგაძის განმარტებით, მე-3 პრეზიდენტთან მუდმივრეჟიმში შეუფერხებლად შესვლის საშუალება აქვთ მის პირად ექიმსა და ოჯახის წევრებს.

ყველა, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება, ყველა შევიდა.

"ბატონ სააკაშვილს ჰყავდა 200-ზე მეტი ვიზიტორი, აბსოლუტურად ყველა, ვისაც საქართველოს კანონმდებლობით აქვს უფლება, რომ შევიდეს ამ დაწესებულებაში, შედის ყველა.

აქვე იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრებიც გუშინ, მუდმივ რეჟიმში შედის მისი პირადი ექიმი, ოჯახის წევრებიც და ყველა ის პირი, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.

სხვა პირებსაც, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით არ ჰქონდათ საპატიმრო დაწესებულებაში შესვლის უფლება, განვუცხადეთ უარი.

მე-18 დაწესებულება არის სამკურნალო და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებთ თავს იმისაგან, რომ იქ შევიდნენ ამჟამად ის პირები, რომლებსაც არა აქვთ უფლება საქართველოს კანონმდებლობით, რომ შედიოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში," - აცხადებს იუსტიციის მინისტრი. 

შეგახსენებთ, 2 დღის წინ, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ვერ შეძლო

დღის ამბები