აშშ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, ღრმად შეშფოთებულია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ორივე მხარემ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რომ აღმოიფხვრას დაძაბულობა
"მოვუწოდებთ ორივე მხარეს, სასწრაფოდ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ შემცირდეს დაძაბულობა და თავიდან ავიცილოთ ესკალაცია. ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ მხარეებს, პირდაპირი და კონსტრუქციული გზით გადაჭრან მიმდინარე საკითხები, მათ შორის, საზღვრის დემარკაცია." - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ცეცხლის შეწყვეტისკენ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა ევროკავშირმაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განაცხადებით, ევროკავშირი მოუწოდებს ორივე მხარეს, დაძლიონ დაძაბულობა, სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისა და სტაბილურობისთვის.
რაც შეეხება კონფლიქტური მხარეების განცხადებებს -სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლო ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს.
"საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი პარტნიორების დუმილის ფონზე, აზერბაიჯანი და მისი მხარდამჭერები აგრძელებენ აგრესიულ ქმედებებს. ჩემი შეფასება ცალსახაა - აზერბაიჯანის და მისი მხარდამჭერების სამიზნე ჩვენი სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობაა,"-განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
აზერბაიჯანი კი აცხადებს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების აღკვეთის მიზნით ოპერატიული ზომების მიღება მოუწიათ.
"სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მოქმედების აღკვეთის მიზნით, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით მდებარე ჩვენმა ქვედანაყოფებმა სასწრაფოდ მიიღეს ოპერატიული ზომები. თავდაპირველად, მოწინააღმდეგე მხარის მოძრაობა შეიზღუდა, ზიანი მიადგა მის ძალებსა და საშუალებებს. გატარებული გადამწყვეტი ღონისძიებების შედეგად, განადგურდა სომხური ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობა და ნაღმტყორცნები,"- განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ანაირ აივაზოვმა.