22 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
პაკისტანში "ბოევიკების" სამგზავრო ავტომობილებზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში, "ბოევიკების" სამგზავრო ავტომობილებზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ქალები და ბავშვებიც არიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა, ცეცხლი გაუხსნეს 200 სამგზავრო მანქანისგან შემდგარ კოლონას, პაკისტანის შორეულ რაიონში.

პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილებს პაკისტანის, კურამის ტომობრივი რეგიონის გავლისას, ავღანეთის საზღვართან დაესხნენ თავს.

რეგიონის წარმომადგენლების განცხადებით, თავდაპირველად, თავდამსხმელების სამიზნეს პოლიციელები წარმოადგენდნენ, რომლებიც ამ რეგიონის გავლისას საავტომობილო კოლონებს იცავდნენ.

მოსახლეობის მიგრაცია რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულმა ძალადობამ გამოიწვია, რის გამოც, ბოლო ერთ წელიწადში, ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები