20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
ადიგენში 6 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

"განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ადიგენში 6 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, ხორციელდება, მერიის შენობის ფასადისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ასევე, ცენტრალურ გზის მიმდებარე 5 შენობის ფასადის და პარკში არსებული "შინმოუსვლელთა მემორიალის“ მშენებლობა-რეაბილიტაცია.

"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხორციელდება 6 ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა, რეაბილიტაცია. ფასადები რემონტდება, რემონტდება სახურავები, მათ შორის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც ათწლეულების მანძილზე  არ ჩატარებია რეაბილიტაცია,"- განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქიმაძემ.

მოპირკეთდება ბაზალტის ქვებით, განხორციელდება დაზიანებული გზის პირას მდებარე საყრდენი კედლებისა და ქვეითად მოსიარულეთა ბილიკების რეაბილიტაცია, ასევე, დაირგვება მცენარეები.

დღის ამბები