12 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 40 წლამდე მამაკაცი დანაშაულს აღიარებს. მისი ადვოკატი საქმის მასალებს ახლა ეცნობა. დაკავებული მამაკაცის ადვოკატი დამატებით დეტალებზე, ჯერჯერობით, არ საუბრობს.
12 წლის მოზარდთან კი ფსიქოლოგები მუშაობენ. მათი განცხადებით, მოზარდს ფიზიკურად ძალადობის ფაქტი არ აღენიშნება. მას სხვადასხვა ფიზიოლოგიური კვლევები უტარდება.
"ამ მომენტისთვის, ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სხვადასხვა სამსახურებიდან ფიზიოლოგიურ კვლევებზე იყო გადაგზავნილი, არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი ფიზიკურად. ფსიქიკური პრობლემები ცხადია, რომ იდგა იქამდეც და გამძაფრებულია დღესაც.
კვლევები მიმდინარეობს, საქმე სხვადასხვა სამსახურების ძიებაშია.
აღრიცხვაზე აყვანილი გვყავდა იმიტომ, რომ მარჩენალდაკარგულია, სოციალურ დახმარებას იღებენ სახელმწიფოდან, ძალიან ბევრი დახმარება მიიღეს მუნიციპალიტეტიდან და შესაბამისად, იყო ბავშვი, როგორც არასრულწლოვანი, ყურადღების ქვეშ," - აცხადებს ერთ-ერთი ფსიქოლოგი.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში არასრულწლოვანზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. დაზარალებული 12 წლის ბიჭია. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში რამდენიმე დღის წინ მოხდა.
მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს