სამეგრელოში 12 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს. მოზარდის მამა ყვება, რომ შემთხვევას საკუთარ სახლში პირადად შეესწრო, რის შემდეგაც მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მოზარდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. მომხდარზე სასამართლო სხდომა უახლოეს დღეებში დაინიშნება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, დაკავებულს 8-იდან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.