20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ მძიმეა - როგორ შეცვალა იმუნიზაციის პროცესი ბუსტერ დოზებმა

ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ მძიმეა - გარდაცვლილთა მაჩვენებელი ბოლო პერიოდში საგანგაშოდ მაღალია. მხოლოდ ერთ დღეში კოვიდს კიდევ 77 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა 85%, 60 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის კატეგორიას მიეკუთვნება. ექიმები მოსახლეობას ისევ ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ - სთავაზობენ ბუსტერ დოზებს, რომელთა გამოყენების წესები რისკ-ჯგუფებისთვის განსხვავებულია.

ბუსტერის გაკეთება 18-დან 60 წლამდე ნებისმიერი ვაქცინით არის შესაძლებელი, სრული აცრიდან 6 თვის შემდეგ. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში კი მესამე დოზა ვადაზე ადრეც, აცრიდან 28 დღის შემდეგაც არის შესაძლებელი

60 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ბუსტერ დოზების გამოყენების განსხვავებული წესია. ვინც აცრილია "სინოფარმით", "სინოვაკითა" თუ "ფაიზერით", მესამე დოზის გაკეთება დაშვებულია 3 დან 6 თვის პერიოდში ნებისმიერი ვაქცინით. რაც შეება "ასტრაზენეკას", პრეპარატი დღეისათვის ითვლება, როგოც ყველაზე ხანგრძლივი დაცვის მქონე და მწარმოებელს არ აქვს დაფიქსირებული ბუსტერის გამოყენების აუცილებლობა. თუმცა არსებული ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე ამ ვაქცინის შემთხევაში მესამე დოზის გაკეთება 6 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

ბუსტერ დოზების გამოყენების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 10 დღის წინ მიიღო. ამ საშუალებით უკვე ისარგებლა 7500- მა ადამიანმა. აქედან 4 000-ზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკში მყოფი პირები არიან.

დღის ამბები