29 აგვისტო 2026,   18:10
ვრცლად
UNICEF წარმომადგენელმა განათლებისა სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს მაღალი შეფასება მისცა, მათ შორის, სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას, მასწავლებელთა ვაქცინაციას და სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხს.

სასკოლო კვების პროგრამის შემუშავების საკითხზე საუბრისას ღასან ხალილმა აღნიშნა, რომ პროდუქტიული შეხვედრები შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან მიხეილ ჩხენკელთან. ​ღასან ხალილის თქმით, მან მთავრობის მხრიდან სასკოლო კვების საკითხზე დაინახა მზადყოფნა და პოლიტიკური ნება. 

ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პირადად მინისტრ მიხეილ ჩხენკელს განათლების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი სამინისტროს ძალისხმევას პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის სკოლებში უსაფრთხო დაბრუნებასთან დაკავშირებით.  ღასან ხალილის თქმით, UNICEF აქტიურად უჭერდა მხარს სკოლების გახსნას და მოხარულია, რომ სამინისტრო პროცესს ეფექტიანად მართავს.

დღის ამბები