საქართველოში კორონავირუსის 4 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში კი, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 808 889-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში COVID-19-სგან 70 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე კი, პანდემიას სულ 11 422 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში 2 457 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ვირუსი დღემდე სულ 743 927 ადამიანმა დაამარცხა.
ბოლო 24 საათში გაკეთდა 52 962 ტესტი. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -32 513, PCR ტესტით - 20 449.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,15%, ბოლო 14 დღის - 9,39%, ბოლო 7 დღის - 9%.
რაც შეეხება ვაქცინას, დღიურად აცრილია - 7 293, ხოლო საერთო ჯამში კი 2 090 036 ადამიანი.